“Gem Fest” -ის ტერიტორიაზე, ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

0

უკრაინის მოქალაქის ო.დ.-ს განცხადების საფუძველზე შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სოფელ განმუხურში, “Gem Fest” -ის ტერიტორიაზე, სკეიტბორდის, ქურდობის ფაქტზე.

ცხელ კვალზე გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2017 წლის 31 ივლისს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მხილებულ იქნა საქართველოს მოქალაქე, ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები დ.ა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნაქურდალი ნივთი.

დ.ა. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა ახალი ამბები: