GEM FEST-ის ტერიტორიაზე ზუგდიდის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა

0

მიმდინარე წლის 24 ივლისს, გვიან ღამით ქალაქი ზუგდიდი ანაკლიაში Gem-fest-ის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე შსს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა ირანის მოქალაქე, ვინმე  ა.კ. დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მოპარული მობილური ტელეფონი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის პოლიციაში საქმე აღიძრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს. დაკავებულმა ირანის მოქალაქემ აღიარა ჩადენილი დანაშაული.

სხვა ახალი ამბები: