Gem fest-ზე ქურდობის ფაქტზე ერთ-ერთი მოხალისე დააკავეს

0

ცხელ კვალზე გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2017 წლის 27 ივლისს 03:40 საათზე “Gem Fest” -ის მიმდინარეობის ადგილზე დაფიქსირდა მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტი.

ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ვინმე ლ.ჩ., რომელიც Gem fest-ზე მოხალისედ იმყოფებოდა. დაკავებულისგან პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ნაქურდალი მობილური ტელეფონი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა ახალი ამბები: