“მე გემშვიდობებით! წარმატებები…”- ზუგდიდის საკრებულოს წევრმა “ნაციონალები” დატოვა

0

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” ბათლომე შელიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

“მე დღეს დავტოვე ნაციონალური მოძრაობა.
ეს იყო შინაგანად რთული, მაგრამ მოცემულ რეალობაში ჩემგან გარდაუვალი გადაწყვეტილება.
ვინც ჩახედულია პროცესებში მათთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი. ამიტომ მიზეზებზე არ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი მხოლოდ ერთს: კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი და არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის რეჟიმთან სერიოზულად მებრძოლი და კონკურენტული ახალი ოპოზიციის შექმნა და წარმატება გამრიცხულია…

2010 წლიდან დღემდე იყო და არის პარტიულზე ბევრად უფრო ახლო, მეგობრული ურთიერთობებიც და რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყოთ, ვერანაირი პარტიული ინტერესები ამ მეგობრობას ვერ მოშლის.

წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ და იმედი მაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე აუცილებლად მივა. სადაც არ უნდა გადავინაცვლოთ, მიზანი ერთია-საქართველოში არაფორმალური და ერთპიროვნული მმართველობის დასრულება…
მე გემშვიდობებით! წარმატებები…”-წერს ბათლომე შელია სოციალურ ქსელში.

სხვა ახალი ამბები: