ღია ტურნირი პლაჟის ფეხბურთში, “Open Anaklia” დასრულდა

0

ანაკლიაში, პლაჟის ფეხბურთის მოედანზე,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის III-ე ღია ტურნირი პლაჟის ფეხბურთში ,,Open Anaklia” გაიმართა. ტურნირში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ვაჟთა შორის ჩემპიონობა კოკის გუნდმა, ხოლო გოგონათა შორის დარჩელის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები თასებით,მედლებით, დიპლომებითა და ბურთებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განყოფილების,საკრებულოსა და ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: