ღონისძიებები, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საახალწლო დღეებში დაიგეგმა

0

სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ 9-ვე მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები დაგეგმა.

მესტია

► 31 დეკემბერი, 18:00 საათი თოვლის ბაბუას და ფიფქიას მსვლელობა მარხილებით მესტიაში, საჩუქრები დაურიგდებათ ბავშვებს;

► 31 დეკემბერი,  22:00 საათი ადგილობრივი ანსამბლების და ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი (სეტის მოედანი);

► 31 დეკემბერი,  23:00 –01:30 საათი- გალა კონცერტი: ანსამბლი რიჰო, დავით ნავერიანი, ქრისტინა მარტიაშვილი;

► 31 დეკემბერი, 24:00 საათი  ფეიერვერკი მესტიის ცენტრში

► მესტიას დაამშვენებს ბუნებრივი ნაძვის ხე, სეტის მოედანზე დაინთება 3 გრანდიოზული კოცონი, გლინტვეინი იქნება უფასო.

 

ზუგდიდი

► 22 დეკემბერი, 18:00 საათი –  ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი

►  25 დეკემბერი – წარმატებული სპორტმსმენების  და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი

► 27 დეკემბერი, 17:00 საათი   –   მერის საბავშვო-საახალწლო მიღება

► 31 დეკემბერი, 22:00 საათი   –   საახალწლო გალა-კონცერტი [სკეიტ-პარკი]

► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი

► 3 იანვარი, 15:00 საათი –  თოჯიონების თეატრი- საახალწლო ზღაპარი ყველაზე პატრა მაყურებლებისთვის [კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზი].

► 7 იანვარი, 12:00 საათი  –  საშობაო ალილო

 

ფოთი

► 20 დეკემბერი 13:00 საათი – საახალწლო მეჯლისი – ცენტრალური ბიბლიოთეკა

► 26 დეკემბერი, 20 საათი – მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება

► 26 დეკემბერი, 16 საათი – საშობაო -საახალწლო კონცერტი – [აკაკი ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასაწავლებელი]

► 27 დეკემბერი, 19 საათი – წარმატებული სპორტმსმენების დაჯილდოების ცერემონიალი [ფოთის თეატრი]

► 28 დეკემბერი, 10-დან 21 საათამდე – მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრების კონცერტი – [ფოთის თეატრი]

► 3 იანვარი, 13-დან 18 საათამდე – მუსიკალური სტუდია „ენკი-ბენკის“კონცერტი  – [ფოთის თეატრი]

► 4 იანვარი, 15 საათი – საახალწლო კონცერტი დსადაც მოწვეული იქნებიან: მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა ცენტრის ბავშვები, მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდები, მარტოხელა დედის შვილები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, შეჭირვებული ოჯახის შვილები და შშმ ბავშვთა “დღის ცენტრის” აღსაზრდელები.  ღონისძიების ფარგლებში ბავშვები დასაჩუქრდებიან  საახალწლო ნუგბარით.

► 7 იანვარი, 11 საათი – საშობაო ალილო

 

სენაკი

► 22 დეკემბერი, 15:00 საათი –  სამუსიკო სკოლაში გაიმართება სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი.

► 23 დეკემბერი, 13:00 საათი –  სამუსიკო სკოლაში გაიმართება გალა-კონცერტი სამუსიკო სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა მონაწილეობით.

► 27 დეკემბერი, 16:00 საათი, რესტორან ,,ვერსალში’’ გაიმართება წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონიალი

► 29 დეკემბერი, 17:00 საათი – სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საახალწლო კონცერტი ადგილობრივი საესტრადო, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით

► 31 დეკემბერი, 22:30 საათი – ქალაქის ცენტრალური მოედანზე გაიმართება საახალწლო შოუ-კონცერტი ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით

► 31 დეკემბერი, 24:00 საათი – ფოიერვერკი

► 7 იანვარი – საშობაო ალილო

 

აბაშა

► 31 დეკემბერი, 14: 00 საათი – ღია ცის ქვეშ საბავშვო კონცერტი

► 31 დეკემბერი,  16:00 საათიდან – დაუკრავს დიჯეი

► 31 დეკემბერი,  19:00 საათზე*  – 16 ადმინისტრაციული ერთეული დაიწყებს სამზადისს თავისი საახალწლო კუთხეების წარმოსადგენად, სტუმრების მიღება და გამასპინძლება მეგრული სამზარეულოთი

► 31 დეკემბერი,   22:00 საათი – საახალწლო კონცერტი მოწვეული ანსამბლი „ალილო“-სა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

► 31 დეკემბერი,  24:00 საათი – ფოიერვერკი

► 7 იანვარი – საშობაო ალილო

 

ხობი:

► 22-26 დეკემბერი – საახალწლო კონცერტები, საბავშვო ბაღის  აღსაზრდელთა მონაწილეობით;

► 26 დეკემბერი, 15 საათი – კლასიკური მუსიკის საახალწლო კონცერტი [სამუსიკო სკოლის დარბაზი];

► 30 დეკემბერი, 12 საათი – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზი – საახალწლო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია;

► 30 დეკემბერი, 17 საათი – მთავარი საახალწლო კონცერტი ანსამბლებისა და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით [ხობის კულტურის სახლი]

► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი

► 7 იანვარი – საშობაო ალილო

 

მარტვილი

► 20-27 დეკემბერი  –  ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით გაიმართება საახალწლო კონცერტები

► 28 დეკემბერი,  14:00 საათი  – მარტვილის მუნიციპალიტეტის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება წინასაახალწლო ღონისძიება.

► 29 დეკემბერი  –  კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება  საახალწლო კონცერტი ადგილობრივი ჯგუფებისა და ანსამბლების მონაწილეობით.

► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი

► 7 იანვარი  – საშობაო ალილოს  მსვლელობა

 

წალენჯიხა

► 25 დეკემბერი, საახალწლო კონცერტი [სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრი]

► 27 დეკემბერი, საახალწლო კონცერტი [ცენტრალური ბიბლიოთეკა]

► 29  დეკემბერი, ქორეოგრაფიულ ანსამბლი ,, სამა“-ს  საახალწლო კონცერტი [ჯვარის კულტურის სახლი]

► 31 დეკემბერი, 23:00 საათი – საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ.

► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი

► 7 იანვარი  – საშობაო ალილოს  მსვლელობა

 

ჩხოროწყუ

► 30 დეკემბერი, 18 :00 საათი – კულტურის სახლის წინ, საახალწლო კონცერტი – მონაწილეობას მიიღებენ პროექტ ,,ნიჭიერისა“  და ,,საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეები.

► 9 იანვარს , 16:00 საათზე, ჩხოროწყუს კულტურის სახლში, ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა  და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების”  ორგანიზებით გაიმართება კონცერტი  ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი

► 7 იანვარი  – საშობაო ალილოს  მსვლელობა

სხვა ახალი ამბები: