“ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ზუგდიდში დარჩება” -ზუგდიდში მრევლი შეიკრიბა (ფოტო)

0

ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარის ეზოში მრევლია შეგროვილი. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ადგილზე ელოდებიან საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს და ეპისკოპოსს ვახტანგ ახვლედიანს, რომელმაც ადგილობრივ სამღვდელოებასთან ერთად, ღვთისმშობლის სამოსელის საკითხი უნდა განიხილოს.

მათივე ცნობით, ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღვარს მეუფე გრიგოლს კვლავ სურს ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ხობის ეპარქიაში დაბრუნდეს. შეკრებილები და სასულიერო პირები ჯერ-ჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან პირველ დადიანს ზუგდიდში, სამთავროს სასახლეში გადაუსვენებია. ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.

 

სხვა ახალი ამბები: