გიგა ზესაშვილმა თანამდებობა დატოვა – ვინ დაიკავებს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტს?

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტი დღეიდან ვაკანტურია. რეგიონის პირველი პოლიციელი დღეიდან აღარ მუშაობს. გიგა ზესაშვილი სამეგრელოდან ქვემო ქართლის პოლიციაში, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაინაცვლებს. ამის შესახებ SMO NEWS-ს ინფორმაცია საკუთარმა წყარომ დაუდასტურა.

ვინ დაიკავებს გიგა ზესაშვილის პოსტს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კულუარებში ორ ძირითად კანდიდატზე საუბრობენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის სავარძელი შესაძლოა აკაკი ხასიამ ან ლევან მიშველიამ დაიკავოს.

აკაკი ხასია მოქმედი პოლიციელია, ისევე როგორც ლევან მიშველია. ხასია სამეგრელოში ადრეც მუშაობდა. მას ჯერ სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მოგვიანებით კი საპატრულო პოლიციას ჩაუდგა სათავეში.