გიგი ადამაშვილი “ოქროს ტალღის” ნომინაციის “ხალხის რჩეულის” გამარჯვებული გახდა

0

პოპულარული ქართველი მომღერალი გიგი ადამაშვილი მუსიკალური კონკურსის “ოქროს ტალღის” ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. მომღერალს წილად ხვდა “ხალხის რჩეული” გამხდარიყო.

მომღერალმა საკუთარ გვერდზე შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:

“ბედნიერი ვარ, მადლობა ჩემს უსაყვარლეს გულშემატკივრებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, იმისთვის რომ იყვნენ ჩემს გვერდით, მადლობა ჩემს ნატოს ამ სიმღერისთვის, დიდი მადლობა რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” დიდი დღესასწაულისთვის 

მიხარია რომ 15 ნომინაციიდან ერთ ერთი მთავარი მე მერგო წილად, “ხალხის რჩეული” (ინტერნეტ რჩეული), მადლობა რომ მაძლევდით ყოველდღიურად ხმას, ვულოცავ ჩემს თავს და ჩემს უსაყვარლეს კოლეგებს გამარჯვებას”-წერს გიგი ადამაშვილი სოციალურ ქსელში.

SMO NEWS ულოცავს მომღერალს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.