გიორგი ხარჩილავა: “გაყალბება მხოლოდ ბიულეტენების ძალით ჩაყრა არაა”

0

„ასე უტიფრად დადგმული დანიშვნის და არა შერჩევის პროცესი სწორედ იმის დასტურია,რომ საოლქოში ხელი უკვე წაუცდათ,“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში წალენჯიხა-ჩხოროწყუს 68-ე საოლქო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა.

ხარჩილავას განცხადებით მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატებს აქვთ საბიუჯეტო სახსრებზე წვდომა, არსებობს ტოტალური შიშის სინდრომი და არათანაბარი კონკურენტული გარემო.

“გაყალბება მხოლოდ ბიულეტენების ძალით ჩაყრა არაა. ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ამ მეთოდების ორკესტრირებით ემზადებიან საკუთარი ხალხისთვის არჩევანის წასართმევად”– აღნიშნავს გიორგი ხარჩილავა.

სხვა ახალი ამბები: