გიორგი ხარჩილავა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

0
წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მოძრაობიდან “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” გიორტგი ხარჩილავას არამართებულად მიაჩნია ორი მუნიციპალიტეტის ერთად გაერთიანება წინასაარჩევნო პერიოდში. მოქმედ პარლამენს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. ხარჩილავას განცხადებით მთავვარი კონკურენტები წალენჯიხიდან არიან და ფაქტიურად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს აჩევანის გაკეთება უძნელდება.
“გულრწფელ სინანულს გამოვხატავ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილები გამო, რის შედეგადაც გაერთიანდა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქები. ამ ორი დიდი კულტურის, ისტორიის და თვითმყოფადობის მქონე რაიონებს ეყოლებათ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. აღნიშნული ხელს აძლევს მხოლოდ ხელისუფლებას, რადგან ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს მოუწევს ორი რაიონის ადმინსტრაციულ რესურსთან შერკინება. ეს გახლავთ სრულიად გაუაზრებელი და მახინჯი გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში არაეფექტურს გახდის პარალამენტარის საქმიანობას. ვითარება ისე განვითარდა, რომ მთავარი კონკურენტები არიან წალენჯიხიდან. ეს კი, ბუნებრივია, მტკივნეულად აღიქმება ჩხოროწყუს რაიონის საზოგადოებისთვის. მე, პირადად, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც აქამდე ვეძებდი, ვაშენებდი, ვამყარებდი ადამიანურ, საქმიან, მეგობრულ და სიყვარულით სავსე ურთიერთობას, მომავალშიც განვაგძობ, თან უფრო გამძაფრებით” – აცხადებს წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა, რომელიც “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიას წარმოადგენს.
გიორგი ხარჩილავა: წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქების გაერთიანება არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება

სხვა ახალი ამბები: