გიორგი კვირიკაშვილი: ზუგდიდის მოსახლეობას მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

0

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ადგილზე მასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძე იმყოფებოდა.

პროექტის ფარგლებში შენდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური და რეზერვუარები, ასევე – წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი. პროექტის ღირებულება 84 970 765 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამუშაოები, რომელზეც 150 ადამიანია დასაქმებული, 2018 წელს დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: