გიორგი კვირიკაშვილი: “ქართული ოცნება” ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე”

0

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 22.4%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას ხოლო, 21.7% კი ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს.

პრემიერის თქმით, პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 100-ზე მეტი ადგილი ექნება.

„ჩვენ ბევრი ასეთი კვლევა გვინახავს და გვინახავს ძალიან განსხვავებული შედეგები არჩევნებზე. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, აბსოლუტური დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე და ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ეს იქნება, სავარაუდოდ, ასზე მეტი ადგილი პარლამენტში და ვნახოთ, არჩევნები წინ არის“, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: