გიორგი ლუკავას ცოლი ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს შეხვდა (ვიდეო)

0

დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ცოლი ლალი ბასარია გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. მან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს თხოვნით მიმართა, დადგინდეს მისი ქმრის ზუსტი ადგილსამყოფელი და ასევე მისი ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი.

გალის შერეული შეხვედრიდან დაბრუნებული ქართული დელეგაციის წევრებს ლალი ბასარია ენგურის ხიდთან ელოდა. ქემოკლიძეს ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ისევ დაადასტურეს, რომ გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ქემოკლიძის ინფორმაციის არ ჯერა ლუკავას ცოლს, მისი განცხადებით, ის კვლავ განაახლებს შიმშილობას მთავრობის კანცელარიაში.

,,მე ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავ. ხვალიდან ისევ დავჯდები პრემიერის კანცელარიაში და მანამდე არ გამოვალ სანამ ჩემს მეუღლეზე ზუსტი ინფორმაცია არ მექნება და არ იქნება გადმოყვანილი’’,- ამბობს ის.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და ის სასჯელს დრანდის ციხეში იხდის. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთვის უცნობია, თუ სად იმყოფება პატიმარი. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

სხვა ახალი ამბები: