გიორგი სამუშია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

0

შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 15 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

2015 წლის დეკემბერის თვეში დაკავებული მაღალჩინოსანი  საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. საქართველოს პროკურატურის მიერ 13 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშიასთან ერთად საქმეში ბრალდებულები არიან: დათა ახალაია, გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.

უწყების ცნობით, ამ პირთა ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით, 2012 წლის ივლისში, ქალაქ ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლისგანაც წამების და მუქარის გზით მოითხოვდნენ არარსებული ტერაქტის მომზადების აღიარებას.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა ახალი ამბები: