გიორგი სიგუა: “GEM FEST – მდე ერთი კვირით ადრე, ჩვენ ვხსნით ყველაზე მთავარ კამპანიას დადიანების სასახლიდან”

0

დღეს ზუგდიდში GEM FEST – ის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2 აგვისტოს დადიანების სასახლის ეზოში ფესტივალის პრომო ვიდეოს ჩვენება გაიმართება, სადაც GEM FEST-სი სიახლეების, გეგმებისა და სიურპრიზების შესახებ პირველად გახდება ცნობელი. სიგუა მოქალაქეებს ვიდეო ჩვენების დასწრებისკენ მოუწოდებს.

GEM FEST – მდე ერთი კვირით ადრე, ჩვენ ვხსნით ყველაზე მთავარ კამპანიას და ამას ვაკეთებთ დადიანების სასახლიდან, ამ ისტორიული ადგილიდან”, – აღნიშნა მან.

სიგუას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 10 ათასი ბილეთია გაყიდული. აქედან, უცხოელი და ქართველების რაოდენობა 50/50-ზეა.

ცნობისთვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – GEM FEST ანაკლიაში 9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: