გიორგი სიგუა – თუ ანაკლიაში მიწა არ მოგვცეს, GEM Fest-ს აფხაზეთში ჩავატარებთ

0

მუსიკალური ფესტივალის, GEM Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში მიწას წელს იჯარით არ მისცემენ, ღონისძიებას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარებს. ამის შესახებ სიგუამ Facebook-ზე დაწერა.

სიგუა წერს, რომ 9-12 აგვისტოს GEM Fest-ი აუცილებლად გაიმართება, ფესტივალში მონაწილე მუსიკოსების სია კი მალე გამოქვეყნდება.

“მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე” – წერს გიორგი სიგუა.