გიზო სართანია გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალ” გამგებელთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს

0

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი გიზო სართანია, რომელიც დღეს თანამდებობას ისევ დაუბრუნდა, პრესასთან პირველ კომენტარებს აკეთებს. სართანიას განცხადებით, დღეს შვებულება დაუმთავრდა და არჩევნების მეორე ტურამდე კვლავ განაგრძობს ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შესრულებას.

გიზო სართანიას დაბრუნებას გამგეობაში საკრებულოს თანამშრომელთა პროტესტი მოყვა. ამასთან დაკავშირებით სართანიაამ განაცხადა:

“იზრუნონ, რომ მეორე ტურში გაიმარჯვონ. მათ ზუგდიდი თავის საკუთრებად მიაჩნიათ. რაც დათესეს, ის მოიმკეს. მე ხალხს ვემსახურები და სხვა არაა ჩემთვის საინტერესო. უფრო ღირსეულად “ნაციონალები” ჩანან. ესენი ქაჯები და უნახავები არიან”,- განაცხადა სართანიამ და იქვე დასძინა, რომ გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ კანდიდატთანაც ითანამშრომლებს.

“ზუგდიდს სჭირდება ყურადღება და მე ამ ქალაქს უნდა ვემსახურო”-აღნიშნა გიზო სართანიამ.

სხვა ახალი ამბები: