გოჩა დგებუაძე – სიმბოლურია, რომ შემიძლია სტრასბურგიდან მოგილოცოთ ეს დიდი ისტორიული დღე

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ სენაკელებსა და სრულიად საქართველოს, ვიზალიბერალიზაცია სტრასბურგიდან მიულოცა. მიმართვა გამგებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემს სენაკელებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციით საქართველოსთვის გახსნილ ახალ შესაძლებლობებს!

სიმბოლურია, რომ შემიძლია სტრასბურგიდან მოგილოცოთ ეს დიდი ისტორიული დღე – ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი ფასდაუდებელი გამარჯვება და უკეთესი მომავლისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი.

დღეს აღსრულდა სწორედ ქართველი კაცის საუკუნეობრივი ოცნება ევროპულ ოჯახში დაბრუნებისა, რაც საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული პოზიტიური ცვლილებების და დაუღალავი მუშაობის შედეგია. მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ დიდ გამარჯვებას!”-ნათქვამია სენაკის გამგებლის, გოჩა დგებუაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: