გოჩა კურდღელია ანსამბლ „ფაზისის“ წევრებს შეხვდა

0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფაზისის“ წევრებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ფოთში არსებული კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, მუშაკთა წახალისების, დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისა და ფესტივალების შესახებ ისაუბრა.

„2014 წლის შემდეგ, ფოთში კულტურის სფეროზე 7 მილიონ 500 ათასი  ლარი დაიხარჯა. ეს თანხები კიდევ უფრო გაიზრდება, მით უფრო, რომ მმართველი გუნდი ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. არსებულ სასწავლებლებში კაპიტალური რეაბილიტაციის ჩატარება და ცენტრალურ პარკში ამფითეატრის მშენებლობა იგეგმება, რაც კულტურულ პროგრამას მრავალფეროვანს გახდის და საშუალებას მოგვცემს, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ ჩავატაროთ“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

სხვა ახალი ამბები: