გოჩა კურდღელია – არ დავიღლები ვემსახურო ფოთს და ფოთელებს

0

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატად გოჩა კურდღელია იყრის კენჭს.

“მქონდა საშუალება გავცნობოდი მმართველი გუნდის და ხელისუფლების გეგმებს ფოთთან მიმართებაში,მათ აქვთ სურვილი ფოთი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ქალაქად აქციონ. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მიმეღო.ადგილობრივ თვითმმართველობაში პროფესიონალი და ერუდირებული გუნდია წარმოდგენილი, ჩვენ შევეცდებით არსებული პრობლემები რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადავჭრათ, გაგრძელდება დაწყებული პროექტები,ასევე აუცილებლად ვიზრუნებთ ქალაქის იერ-სახეზე“

„ქართული ოცნების“ პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა.არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნება“ ახალი შემართებით გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას. გაგრძელდება მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია,აშენდება ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი და სპორტ კომპლექსი სპა სალონებით და ფიტნეს დარბაზებით . მოხდება ქ.ფოთში შემოსასვლელი ხიდის და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქცია,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა. წყალლარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია, ეს იქნება ფაქტობრივად ახალი კომუნიკაციების მშენებლობა.ქალაქში მრავალწლიანი და ყველაზე მწვავედ გამოკვეთილი პრობლემა მოგვარდება.

გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას – გადავლახო ნებისმიერი გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის განვითარებაში. .  არ დავიღლები ვემსახურო ფოთს და ფოთელებს-«განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ

სხვა ახალი ამბები: