გოჩა კურდღელია – ჩვენ ფოთის  განვითარების ამბიციური გეგმა გვაქვს

0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ნაბადის  უბნის  მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა. ნაბადის  უბანში  მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ სამსონ კუტალია  იბრძოლებს. მერობის კანდიდატმა  შეკრებილ მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ფოთის მერობის კანდიდატის  გოჩა კურდღელიას, განცხადებით,ქალაქში დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელდება, აშენდება ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი სპა სალონებითა და ფიტნეს დარბაზებით. მოხდება ქ. ფოთში შემოსასვლელი ხიდის და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქცია გაგრძელდება მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია მერია იზრუნებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რათა ქალაქში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.

2017 წელს,აწარმოე საქართველოს ფარგლებსი  დაიწყო ზალზედ მნიშვნელოვანი სამკერვალო ფაბრიკების მშენებლობა, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა ამუშავდეს, ფირმა „აჭარა-ტექსტილი“ უკვე წელს გეგმავს 1500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა მიაღწევს 3000-ს.

“თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ  ქალაქის წინსვლაში. გუნდი ერთიანი ძალებით, პირველივე დღიდან შეუდგება იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც ფოთს  აწუხებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სახელისუფლო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ჩვენს გუნდთან ერთად, თქვენს მაჟორიტართან ერთად, პირველივე დღიდან ძირეულად დავიწყებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ ქალაქს აწუხებს. ჩვენ ფოთის  განვითარების ამბიციური გეგმა გვაქვს. ეს იქნება დამატებითი სტიმული – ძლიერი ფოთი ძლიერი საქართველოსთის !“-აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

სხვა ახალი ამბები: