გოჩა კურდღელია: ყოველი ჩვენგანის ვალია, ფოთის წინსვლაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ცენტრის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ოლეგ ნაჭყებიასთან ერთად, სვანეთისა და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი გუნდის კანდიდატები მოსახლეობას იმ ოთხწლიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრნენ, რომლის სამოქმედო გეგმაც უკვე შემუშავებულია.

„ფოთისთვის „ქართული ოცნების“ გამარჯვება სტაბილურობას, ადამიანებზე ზრუნვას, თვითთმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას, განვითარებულ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას ნიშნავს. ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, მზად ვარ, თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ერთიანი ძალებით, ფოთში არსებული პრობლემების მოგვარებას პირველივე დღიდან შეუდგება.

„ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქალაქის წინსვლაში. თქვენთან ერთად, შევქმნით ძლიერ ფოთს ძლიერი საქართველოსთვის“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

სხვა ახალი ამბები: