გოჩა კურდღელია: მომდევნო ოთხი წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უფრო მეტად პროდუქტიული იქნება

0

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია კუნძულის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან თორნიკე შონიასთან და ზვიად ბჟალავასთან ერთად, გორგასლისა და ილიას ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

„მომდევნო ოთხი წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უფრო მეტად პროდუქტიული იქნება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ სახით, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხზე ზრუნავს. ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, ინფრასტრუქტურული პროექტები და მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები განხორციელდება“, – მიმართა გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას.

მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ფოთი ნამდვილი ევროპული ქალაქი გახდეს“ , – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

სხვა ახალი ამბები: