გოჩა კურდღელია – ფოთი ძლიერი თვითმმართველობის მაგალითი იქნება

0

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია კუნძულის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თორნიკე შონიასთან ერთად, ამჯერად, მემედ აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტისა და კულტურის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანია. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რომ თანდათან ჩვენი  ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს და ხალხმა კეთილდღეობა საკუთარ თავზე იგრძნოს. ჩვენი გუნდი მზადაა, დაწყებული პროექტები დაასრულოს და ახალი პროექტების განხორციელება დაიწყოს. ფოთი  ძლიერი თვითმმართველობის მაგალითი იქნება“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობით დაიგეგმება, რათა მათ ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული.

სხვა ახალი ამბები: