გოჩა კურდღელია: ურთიერთთანამშრომლობითა და ერთიანი ძალებით შევძლებთ არსებული პრობლემების გადაწყვეტას

0

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია კუნძულის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზვიად ბჟალავასთან  ერთად, დანელიას ქუჩის  მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი გუნდის კანდიდატი  მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი მხრიდან ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

“თქვენი ჩართულობა და იმ პრიორიტეტების გამოვლენა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ფოთისა და ფოთელების კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთთანამშრომლობითა და ერთიანი ძალებით შევძლებთ არსებული პრობლემების გადაწყვეტასა და ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო განვითარებას”, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მისივე თქმით, ის, რომ ხელისუფლება პრობლემების გადასაჭრელად ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, სწორედ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგია.

სხვა ახალი ამბები: