გოგა გულორდავა – ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია

0

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარულ ოლქში გოგა გულორდავა არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე სააკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს. მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“არჩევნებმა ჩაიარა და მღელვარება თითქოს დაცხრა..დადგა დრო, რომ მშვიდად გავაანალიზოთ პერიოდი, რომელიც მოიცავდა დაძაბულ ოთხთვიან მარათონს…მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მინდა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ყველა ამომრჩეველს, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე და გამოხატეს თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია, ვუთხრა დიდი მადლობა,მადლობა თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, ემპათიისთვის, დაუღალავი და შეუპოვარი ბრძოლისთვის… ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია..რომ მათი მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება შედგეს და არსებობდეს სახელმწიფო.

გულწრფელად,მადლობას მოგახსენებთ ურთიერთპატივისცემისა და არჩევნების პირველი ტურის პროცესის მშვიდობიანად დასრულებისათვის!

აქვე მინდა გამგებლის თანამდებობაზე არჩევა მივულოცო ჩვენი გუნდის წევრს, ბესიკ ფარცვანიას.თავს უფლებას მივცემ დაგარწმუნოთ, რომ თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი, ამ პიროვნების საქმისადმი დამოკიდებულება,განათლება, პროფესიონალიზმი, კუმუნიკაბელურობა არის წინაპირობა ჩვენი მუნიციპალიტეტის საქმეების ეფექტური მართვისათვის, რასაც ბესო ერთიან გუნდთან ერთად აუცილებლად გაართმევს თავს.

განსაკუთრებული მადლობა და უდიდესი პატივი მინდა გამოვხატო და დავადასტურო წალენჯიხა-ჩხოროწყუში მცხოვრებ 11951 ამომრჩეველს ,რომლებმაც 8 ოქტომბერს საკუთარი ხმა მანდეს და პირველ ტურში ჩვენ უდიდესი უპირატესობით გავიმარჯვეთ, რაც შეეხება პარტია ,,ქართულ ოცნებას“ , მთელი საქართველოს მასშტაბით ის უპირობო ლიდერია, მოიპოვა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა,

ცნობილია, რომ საპარლამენტო კანდიდატების გამოსავლენად მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში დაინიშნა არჩევნების მეორე ტური. მათ შორის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშიც…ერთი ბრძოლა ჩვენ უკვე გავიარეთ, ახლა უნდა მოვემზადოთ მეორე, გადამწყვეტი ბრძოლისთვის, იქნება არჩევნების მეორე ტური,ჩვენი ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე.

მე მჯერა თქვენი, ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამოიჩენთ ნებას და დააფიქსირებთ თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას..დააფიქსირებთ იმისთვის, რომ წალენჯიხელი და ჩხოროწყუელი ამომრჩევლის ხმა ისმოდეს ქართულ პარლამენტში,ერთად დგომით, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულებით, კანონშემოქმედებით საქმიანობაში აქტიური ჩართვით შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

არჩევნების მეორე ტურში კიდევ ერთხელ გთხოვთ თქვენს აქტიურ მონაწილეობას და მხარდაჭერას”,-წერს სოციალურ ქსელში გოგა გულორდავა.

 

სხვა ახალი ამბები: