გოგა გულორდავა ჩხოროწყუს მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს

0

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიში აქტიურად აგრძელებს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად შეხვედრები გაიმართა სოფ.მუხურში(ლეჩიქვანეს უბანი),სოფ.ხაბუმეში (კალინინის უბანი),დაბა ჩხოროწყუში(ზუგდიდის ქუჩა),მეორე ჭოღა და სოფ. ხანწკში. ამომრჩევლებს წინსაარჩევნო პროგრამა გააცნო კანდიდატმა, გაეცნო მათ პრობლემებს და სამომავლო გეგმები დაისახა.

“ადამიანები ფიზიკურად გადავარჩინეთ და მათთვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნაზე ვიზრუნეთ:გავაუმჯიბესეთ, სოციალური დაცვის პაკეტი, მნიშვნელოვნად გავზარდეთ, ყველა კატეგორიის პენსია, გაიზარდა უმწეოთა დახმარება, დევნილთა შემთხვევაში გაორმაგდა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებზე მიცემული სხვადასხვა სახის კომპენსაციები,დევნილების პრობლემების მოგვარებისათვის განკუთვნილი დაფინანსება გაორმაგდა”,- აღნიშნა შეხვედრის დასასრულს გოგა გულორდავამ.

სხვა ახალი ამბები: