გოგა გულორდავა – “ჩვენ კარგად გვესმის,რომ ძლიერი ქვეყნის საფუძველი ძლიერი სოფელია”

0

30 აგვისტოს ,, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ” მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიში კირცხის, სარაქონის,ლეწურწუმეს ( ეგეიარზენის უბანი), ხაბუმეს და დაბა ჩხოროწყუს ამომრჩევლებს შეხვდა.

“ჩვენ კარგად გვესმის,რომ ძლიერი ქვეყნის საფუძველი ძლიერი სოფელია,ჩვენი მიზანი სოფლის ფეხზე დაყენება და სოფელსა და ქალაქს შორის სოციალური კონტრასტის შემცირებაა.ჩვენ ამას თანმინდევრული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ.სახელმწიფომ სოფელი მთავარ საზრუნავად აქცია და ხმამაღლა განაცხადა,რომ ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება.სოფლის დასახმარებლად მრავალი პროექტი განხორციელდა დამთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა.ამან გლეხი მიწას დაუბრუნა,ქალაქი კი მეურნეობით დააინტერესა,რადგან სახელმწიფომ სოფელში ბიზნესშესაძლებლობა გააჩინა.სოფლის რეალურად წელში გასამართავად ყველაფერი კეთდება”,-განაცხადა გოგა გულორდავამ.

სხვა ახალი ამბები: