გოგა გულორდავა – “ჩვენი ხვალინდელი დღე ყველა თაობის ადგილს ითვალისწინებს”

0

6 აგვისტოს, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ” მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიში: სოფელ პირველ ჭოღაში,დაბა ჩხოროწყუში(წურწუმიას ქუჩა),სოფელ ხაბუმეში და ლეწურწუმეში ამომრჩევლებს შეხვდა.კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ის პროექტები განიხილა, რომელზეც მუშაობას პარლამენტში გეგმავს.

“თქვენს ერთგულებასა და მსახურებაზეა აგებული ჩემი, მაჟორიტარობის კანდიდატის მთელი საარჩევნო პროგრამა, დღევანდელი არჩევნების მთავარ გამოწვევად მოსახლეობაში ნდობის და ქვეყნის, ქალაქის აღმშენებლობაში მათი აუცილებელი მონაწილეობის განცდის გაჩენაა. სწორედ ამაზე ვიზრუნებ შემდეგი 4 წელი. პოზიტიური, აღმშენებლობითი და განვითარებაზე ორიენტირებული 4 წელი. ჩვენი ხვალინდელი დღე ყველა თაობის ადგილს ითვალისწინებს და წარმოუდგენელი იქნება წარმატება ყველა თაობის ერთობლივი ჩართულობისა და თანამონაწილეობის გარეშე.”- აცხადებს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა გულორდავა.

სხვა ახალი ამბები: