გოგა გულორდავამ ჩხოროწყუელ ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

0

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა და პარტიული სიიდან დეპუტატობის კანდიდატი ჯუმბერ იზორია აქტიურად აგრძელებენ ამომრჩევლებთან შეხვედრებს. დღეს შეხვედრა გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში:თაია(ცენტრი), დაბა ჩხოროწყუ, სარაქონი(ნაკათი), სარაქონი(სახეციო), სარაქონი(სასტეფანო), სარაქონი(საიზორიო) სარაქონი(საჯალაღონიო).

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათთვის საჭირო თემებზე ესაუბრა. ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი გუნდის წარმომადგენლები სოციალური ფონის გაუმჯობესებას ჰპირდებიან.

“დღითიდღე უფრო მეტი ამომრჩეველი გვხვდება, მეტი ინტერესი, სითბო და იმედი იგრძნობა გამარჯვებისა. მჯერა, რომ 8 ოქტომბერს გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამომრჩევლები. მჯერა ,რომ ყველანი ერთად მივაღწევთ გამარჯვებას”,- განაცხადა გოგა გულორდავამ.

სხვა ახალი ამბები: