გუბერნატორი და ზუგდიდის გამგებელი მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მოადგილესთან, ზუგდიდის გამგებლელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. გუბერნატორმა 48-ვე სოფლის რწმუებულისგან, სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო.

ლევან შონიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეცისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი რაც განხორციელდება მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება გათვლილი.

„თქვენ განსაკუთრებული როლი გაკისრიათ, რადგან თქვენ მოგაქვთ ჩვენამდე თითოეული სოფლის ტკივილი, პრობლემა, მოთხოვნა, ის საჭიროებები რაც თქვენს სოფლებში დგას. თქვენ იცით ყველაზე კარგად ის თემები რაც დაგვრჩა ყურადღების გარეშე,  ეს საკითხები ჩვენემდე უნდა მოიტანოთ, რათა მაქსიმალურად შევძლოთ მისი მოგვარება. ამიტომაც ვაპირებ შევხვდე ყველა მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს და უშუალოდ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩვენ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ისიც ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო“ – აღნიშნა გუბერნატორმა რწმუნებულებთან შეხვედრაზე.

ზუგდიდის გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა, თხილის მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელ სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივებს მთავრობა დაეხმარება – „უფასოდ მოხდება 1,5 ჰექტარზე შეწამვლა, რაც შეეხება უფრო დიდ, კომერციულ ფართებს აქაც გვეხმარება მთავრობა და მოხდება შეღავათიან ფასებში წამლის შეძენა. სწორედ თქვენ გაკისრიათ ძალიან დიდი როლი, რომ არ დარჩეს არცერთი ნაკვეთი შეწამვლის გარეშე. შეიქმნება მთავარი შტაბი ზუგდიდში, ასევე შტაბები უშუალოდ სოფლებში უნდა შევქმნათ, სადაც გვეყოლებიან მოხალისეები და გაწერილი კალენდრული გეგმის მიხედვით მოვახდენთ მავნებელთან ბრძოლას,“ – განაცხადა ლევან შონიამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სოფლის რწმუნებულებმა ძირითად საჭიროებად შიდა გზების და წყლის სისტემების მოწესრიგება დაასახელეს.

სხვა ახალი ამბები: