გუბერნატორი და ზუგდიდის მერი ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდენ

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერთან და ვიცე-მერთან ერთად ზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ.

გუბერნატორმა დასახლებაში არსებული პრობლემები და საჭიროეები ადგილობრივებისგან მოისმინა. მოსახეობამ მთავარ პრობლემად მრავალსართულიანი კორპუსის დაზიანებული სახურავი დაასახელა. ქალაქის მერის განცხადებით, კორპუსის გადახურვა მიმდინარე წლის სექტემბრამდე მოხდება.

გუბერნატრთან და მერთან შეხვედრაზე მოსახლეობამ  წყლის სისტემის და წყალარინების პრობლემებზე ისაუბრა. წყალმომარაგების ქსელის მშნებლობა ზუგდიდში უკვე მიმდინარეობს, წყალარინების პროექტის განხორციელება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მეირ, ქალაქისთვის უმნიშვნელოვვანესი პროექტი ხორციელდება. ზუგდიდის არ ქონდა წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა და ეს პროეტი ახლა ხორციელდება, შენდება სათავე ნაგებობა, ხდება დაქსელვა ყველა ქუჩაზე. ასევე მნიშვნელოვანესია, რომ იწყბა წყალარინების პროეტი, რომელიც ითვალისწინებს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობასა და 178 კმ-ი წყალარინების ქსელის მოწყობას. ის პრობლემები კი რაც თქვენ და ზუგდიდის თითოეულ მოსახლეს ათწლეულებია აწუხებს საბოლოოდ მოგვარდება” – აღნიშნა მოსახლოებასთან შეხვედრაზე გუბერნატორმა.

სხვა ახალი ამბები: