გუბერნატორი ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერს შეხვდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერს ორმხრივი ურთიერთობის სფეროში კვენტინ დოლს და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. გუბერნატორმა კვენტინ დოლს გამყოფ ხაზთან არსებული ვითარება გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე, ლევან შონია ამერიკელ სამხედროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პოტენციალზე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორის მოადგილემ ამერიკელ სტუმარს დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხე დაათვალიერებინა.

სხვა ახალი ამბები: