გუბერნატორი ზუგდიდის მერს და სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუასთან ერთად, ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას, საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა.

სამუშაო შეხევდარზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

“ზუგდიდი იქნება ყველაზე წარმატებული ქალაქი და ჩვენ ერთად ამას მოვახერხებთ, უნდა ვიმუშაოთ სრული დატვირთვით რათა ეს შედეგი დადგეს და ეს ქალაქი იყოს მისაბაძი ყველასთვის. ახლა ქალაქში უმთავესი პრობლემა გზებია, მაგრამ როგორც კი დასრულდება წყალის და წყალარინების პროექტის განხორციელება დავიწყებთ ქუჩების სრულ რეაბილიტაციას” – განაცხადა გუბერნატორმა.

ლევან შონიამ მერიის წარმომადგენლებს ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის ახალ საპილოტე პროექტში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა სთხოვა. საპილოტე პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხორციელდება.

“ჩვენს რეგიონში, ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ამიტომაც ინტეგრირებული სკრინინგისთვის სწორედ ჩვენი რეგიონი შეირჩა, ამ პროგრამაში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ მოქლაქეები, ყველა სოფელში, ყველა მოქლაქე უნდა გაესინჯოს რათა დაავადების არსებობის შემთხევევაში დავიწყოთ დროული მკურნალობა” – აღნიშნა გუბერნატორმა.

სხვა ახალი ამბები: