გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ჩეხურ კომპანია “INVEST GROUP GE”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ჩეხურ კომპანია “Lichy Сonsulting”-ის შვილობილ კომპანია “INVEST GROUP GE”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და კომანიის წარმომადგენლებმა რომან ჯირსამ და კატერინა ჩარლოტ ლიჩმა მოაწერეს.

მემორანდუმი მხარეებს შორის ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. რაც მიზნად ისახავს – ტურიზმის სფეროს განვითარებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას.

,,Lichy Сonsulting” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 5 თვის გამავლობაში სწავლობდა, რის შემდეგაც მემორანდუმის გაფორმება და ურთიერთთანამშრომლობა გადაწყდა.