გურამ (ცაცა) შელიამ პარტია “თავისუფალი საქართველო” დატოვა

0

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერმა და ერთ-ერთმა სახემ, გურამ (ცაცა) შელიამ პარტიის რიგები დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით SMO NEWS გურამ შელიას დაუკავშირდა. მან დაადასტურა პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და მიზეზებიც განმარტა.

“მე დავტოვე პარტია და ამის მიზეზი მხოლოდ ერთია. მე არ შემიძლია არ ვიდგე წინასაარჩევნოდ დავით კოდუას გვერდით, რომელიც ჩემი პატარა მეგობარია. ასევე ძალიან ვაფასებ და დღემდე მეგობრად ვთვლი ბატონ კახა კუკავას, თუმცა ამ ეტაპზე მე ასე ვარჩიე. მე ვდგავარ დავით კოდუას და მმართველი პარტიის გვერდით”-განაცხადა გურამ (ცაცა) შელიამ SMO NEWS-თან სატელეფონო საუბრისას.

სხვა ახალი ამბები: