გურგენ სართანია – “აქ მოსაგვარებელი მაქვს საქმეები და შემდეგ დავტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც”

2

დილიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გურგენ სართანია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დატოვებასაც აპირებს.

საინფორმაციო სააგენტო smo news გურგენ სართანიას რამდენიმე წუთის წინ დაიკავშირდა. მან დაადასტურა გავრცელევულის ინფორმაციის სისწორე, თუმცა აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება მას ჯერჯერობით არ დაუწერია. როგორც გურგენ სართანია აცხადებს, გადადგომას სამ დღეში აპირებს.

“ჯერჯერობით არ დამიწერია განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა სამ დღეში ვაპირებ გადადგომას. აქ მოსაგვარებელი მაქვს საქმეები და შემდეგ უკვე დავტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც” -აცხადებს ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია.

სხვა ახალი ამბები: