გურგენ სართანია: “არის პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოგვარდება”

0

ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია, დღეს, საბავშვო ბაღის გამგეებს შეხვდა. შეხვედრაზე საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ბაღის გამგეებმა მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს მადლობა გადაუხადეს, იმისთვის რაც საბავშვო ბაღებში გაკეთდა და იმ პრობლემებზეც მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მომავალში აუცილებლადაა გასაკეთებელი.

“მე ყველა ბაღში ვარ ნამყოფი და ყველას პრობლემა ჩემთვის ცნობილია,ადრე სხვა რეალობა იყო, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. არის პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოგვარდება. ვგეგმავთ ახალი ბაღების მშენებლობას, ამ ეტაპზე კი საბავშვო ბაღს ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაშენებთ. თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობა, მომავალი თაობის აღზრდა გაკისრიათ და მჯერა ამ მოვალეობას ღირსეულად გაართმევთ თავს. წარმატებებს გისურვებთ და ყოველთვის თქვენს გვერით მიგულეთ”- აღნიშნა გიზო სართანიამ.

სხვა ახალი ამბები: