“გვირაბი ოდესიდან სოლოლაკამდე”, ოცნება რევოლუციაზე და გადატრიალების გეგმა (ვიდეო)

0

დამარცხების მომლოდინე “ნაციონალური მოძრაობა” სათავისოდ ხალხზე მუშაობს. ისინი ყველანაირი ხერხით ცდილობენ მასებზე მოახდინონ ზეგავლენა და ნებისმიერი ხერხით “დაქოქონ” არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი ძირითადი საყრდენი ისევ ის ფენაა, რომლის დარწმუნებაც ადვილად შესაძლებელია და მათ ერთ შეძახილზე “ერთ მუშტად შეკრულ” ხალხს დარაზმავენ.

აღნიშნული ფსიქოტესტი კარგად ჩანს გავრცელებულ ჩანაწერებში, რომელიც სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. “ნაციონალური მოძრაობის” მამამთავარი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თანაგუნდელებთან ერთად განიხილავს რევოლუციური გადატრიალების “პროექტს”. ხალხის მოსასყიდად “ნაციონალური მოძრაობა” თითოეული მოქალაქის 10 ლარად მოსყიდვას და ქუჩაში გამოყვანის სავარაუდო გეგმის დღიურსაც ავსებს.

დაახლოებით ასეთივე სახის მოწოდებები გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში გამართულ მხარდამჭერთა აქციაზე. მან ზუგდიდში შეკრებილ ხალხს სკაიპით ჩართვისას ძალიან ბევრჯერ უხსენა რევოლუცია და მათი უპირობო და ტრიუმფალური გამარჯვება. სააკაშვილის შემდეგ სიტყვით მისმა მეუღლემ, სანდრა რულოვსმა მიმართა. მან შეკრებილი ხალხი დაარწმუნა იმაში, რომ ყველანაირ გზას გამოიყენებს მისი ქმარი და საქართველოში აუცილებლად ჩამოვა.

“მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის გააკეთებს ამას, დამიჯერეთ. ის ჩვენთან იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ ერთად!”-აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სხვა ახალი ამბები: