“გზა ერთობისკენ – რუხი 2018”-ის ფარგლებში ლუდის ფეტივალი გაიმართა

0

ფესტივალ „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, დღეს რუხის სავაჭრო ცენტრში „ბავარიის“ ლუდის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის სხავადსხვა გათამაშებებში მონაწილოება რეგიონის წარმომადგენლებმა მიიღეს. კონკურსების შემდეგ გამარჯვება აბაშის გუნდმა მოიპოვა და ამსტერდამში მოგზაურობის სრული პაკეტი მოიგო. ღონისძიების ფარგლებში ჯგუფ „ვაკის პარკის“ კონცერტი გაიმართა.

ლუდის ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელსფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.