H1N1 ვირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ზუგდიდელია

0

H1N1ზუგდიდის მღავალპროფილური საავადმყოფო “რესპუბლიკიდან” თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს პაციენტი, რომელსაც H1N1-ის დიაგნოზი დაუსვეს. პაციენტი, რომლის სახელი და გვარი ამ დროისთვის არ სახელდება საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს უკვე მეოთხე დაავადებულია, რომელიც ბოლო პერიოდში H1N1-ი ვირუსმა იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქალაქში ექიმებისადმი მიმართვიანობა დაახლოებით 6 ათასამდე იყო, დადასტურებულია 123 ვირუსი, ბოლო კვირებში კი მხოლოდ H1N1–ის. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ათობით ათასმა მოქალაქემ ეს ვირუსი გადაიტანა. აქედან 4-ის შედეგი ფატალურად დასრულდა”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ.

სხვა ახალი ამბები: