ჰაწვალის მთაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი სათხილამურო ტრასა გახსნა

0

1466016_130766370427089_809166165_oსაქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება მისი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასის გახსნასას განაცხადა.

„სიმბოლურია, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონს მესტიიდან ვხსნით. მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ეს ძალიან სასიამოვნოა. დღევანდელი ღონისძიება სწორედ მესტიის სამთო–სათხილამურო კურორტის პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წელს მესტიას 150 000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობდა, მთლიანად ქვეყანას კი 5 მილიონზე მეტი, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.

„წელს მესტიას 150 000-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობდა. მინდა აღვნიშნო, რომ 2013  წელი  მეტად წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის კუთხით. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ტურისტების რაოდენობის ზრდა ნიშნავს დასაქმების ზრდას რეგიონში, დამატებითი ობიექტების მშენებლობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენი მთავრობა ამას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რადგან კარგად გვესმის, რომ სწორედ ტურიზმია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო. მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ყურადღება დაეთმობა კურორტის მარკეტინგს“ – განაცხადა პრემიერმა.

ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასის გახსნას პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრნენ.

სხვა ახალი ამბები: