“Ice Bucket Challenge”-აქციაში სამეგრელოს ჟურნალისტები ერთვებიან

0

10614264_804533556264492_7046352724482744216_nსამეგრელოს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები სოციალურ ქსელში უერთდებიან საქველმოქმედო აქციას სახელწოდებით “Ice Bucket Challenge”. ის ჟურნალისტები და თვითმმართველი ორგანოს პიარსამსახურის ხელმძღვანელები თანხებს დიტო ცინცაძის ფონდში გადარიცხავენ.

“სასიცოცხლოდ აუცილებელია თანადგომა.თანხა ჩავრიცხე ჩემი კოლეგის დიმიტრი ცინცაძის ფონდში.მინდა ყველა იმ ადამიანს მოვუწოდო ვინც ამ ტექსტს წაიკითხავს იქნებ მიზერული თანხით დაუდგეთ გვერდით იმ ადამიანებს ვინც სიცოცხლისთვის იბრძვიან.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად არის ჩართული მსგავს საქველმოქმედო აქციებში და ამას პერმანენტულად ვაკეთებთ”-აცხადებს ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღურწკაია.

ამავე ფონდში თანხების ჩარიცხვის იდეით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნატო ბერულავა გამოვიდა, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო სოციალური ქსელის საშუალებით მიმდინარე საქველმოქმედო აქციაში. ნატო ბერულავას განცხადებით მთავარია ფონდში ჩავრიცხოთ თანხები.

“მთავარია რომ ფონდს დავეხმაროთ იმით, რითაც შეგვიძლია და მინიმალური თანხები მაინც ჩავრიცხოთ. მთავარია ის, რომ ეს აქციები მხოლოდ თავზე წყლლის გადასხმით არ შემოიფარგლებოდეს. მე პირადად ვრიცხავ თანხას დიტო ცინცაძის ფონდში”-აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ რეკვიზიტებს, სადაც შეგიძლიათ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში თანხა ჩარიცხოთ.

საქართველოს ბანკი

კოდი: BAGAGE22
ანგარიში:GE62BG0000000996577500 
მიმღები:დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

თი ბი სი ბანკი

კოდი:TBCBGE22
ანგარიში:GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

პროკრედიტ ბანკი

კოდი:MIBGGE22
ანგარიში:GE49PC0073600100015054
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

სხვა ახალი ამბები: