ინგირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

0

დღეს, 25 ნოემბერს სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,ნიკო კეცხოველის პრემიის” პროექტის ფარგლებში დაასუფთავეს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ეს პროექტი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას, მოვუაროთ ჩვენს გარემოს და არ დავყაროთ ნაგავი. ამით მაგალითს მივცემთ მომავალ თაობებს. სოფელი თუ ქალაქი ჩვენი ქვეყნის სახეა, ამიტომაც ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია ზრუნავდეს მასზე. დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი წარსულით და აწყმოთი იპყრობს უცხოელი მნახველის ყურადღებას. ტურიზმი კი ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა საქართველოში და უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სიდიადე. სუფთა გარემო კი ჩვენი სამშობლოს სავიზიტო ბარათია. საზოგადობას მივმართავთ მიიღონ მონაწილეობა დასუფთავების აქციებში, შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და არ დაყარონ ნაგავი. მოდით ერთად მოვუაროთ იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ, რათა ჩვენი მომავალი ჯანსაღი და ბედნიერი გახდეს”-აცხადებენ ინგირის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დასუფთავების აციაში მიიღეს მონაწილეობა.