ინკოგნიტო, რომელმაც მოშიმშილე დევნილებს შეშა გაუგზავნა ზუგდიდის მერი აღმოჩნდა

0

ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოშიმშილე დევნილებს დღეს საკუღარუ ხარჯებით შეშა გაუგზავნა. როგორც დევნილებმა SMO NEWS-თან საუბარში აღნიშნეს, მათ არ იცოდნენ თუ ვისგან იყო შეშა გამოგზავნილი, რადგან უცხო მამაკაცი, რომელმაც შეშა მანქანით მოიტანა, გამომგზავნის ვინაობას არ ასახელებდა.

“შეშა შემოიტანა უნობმა მამაკაცმა და უბრალოდ გვითხრა, რომ ეს საჩუქრად გამოგვიგზავნეს. ჩვენ დავინტერედით თუ ვინ იყო გამომგზავნი, თუმცა მამაკაცმა ამაზე პასუხი არ გაგვცა. მოგვიანებით ჩვენ თვითონ გავარკვიეთ, რომ შეშა გამოგვიგზავნა ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ. ზუგდიდის მერისგან ჩვენ ბევრი დახმარება გვახსოვს და ესეც არ ყოფილა მოულოდნელი, თუმცა ასეთ დროს ეს იყო არაჩვეულებრივი ჟესტი მისი მხრიდან”-აცხადებენ დევნილები.

ცნობისათვის, ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც დევნილებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას და ფულადი დახმარების შენარჩუნებას ითხოვენ.

სხვა ახალი ამბები: