ინტელექტუალური თამაშები – “სამთავრობო დებატები”-ს დასკვნითი ღონისძიება ზუგდიდში

0

ქალაქ ზუგდიდის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის პროექტის სტუდენტური ინტელექტუალური თამაშების დასკვნითი ღონისძიება „სამთავრობო დებატები“ გაიმართა. ზუგდიდში მოქმედი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტებმა ორ თემაზე გამართეს დებატები: განათლება და ეკონომიკა. დებატებში ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

დაბატებში გამარჯვებული გუნდი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს სადებატო თემებთან დაკავშირებით ტრენინგები ჩაუტარდათ.

პროექტი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები: