ირაკლი ბერაიამ და ლაშა გოგიამ სოფელ ცაცხვის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს (ვიდეო)

0

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ირაკლი ბერაიამ და ლაშა გოგიამ მოსახლეობასთან დიალოგის რეჟიმში ისაუბრეს სოფლის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე. ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ სოფელს გაზი აუცილებლად ექნება.

“პროექტირება უკვე დასრულებულია და ცაიშის გაზიფიცირების შემდეგ ცაცხვის დაქსელვაც დაიწყება. ამის პირობას მე გაძლევთ”,-განაცხადა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: