ირაკლი ჩიქოვანი ლუგელას ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

0

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “თავისუფალი დემოკრატებიდან”, ირაკლი ჩიქოვანი ლუგელას ხეობაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ტრაგედია მოხდა დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში. სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მინდა მომხდარის გამო მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. მომხდარი თითოეული ჩვენთაგანისთვის ტრაგედია და დიდი დანაკლისია.

აქვე, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულ პირებს მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. მჯერა, რომ  ჩვენი ექიმები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ ამისთვის.“

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში მოხდა. სამწუხაროდ, მომხდარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხუთი კი ამ დრომდე გადის მკურნალობის პროცესს

სხვა ახალი ამბები: