ირაკლი ჩიქოვანი: “რუსეთმა საქართველოს ოკუპაციით პასუხი გასცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს”

0

2008 წლის 8 აგვისტო დღეს თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ხურჩაში გაიხსენა.

“სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ ამ ადგილიდან მოგმართავთ თქვენ, იმ ადგილიდან, სადაც დაახლოებით 3 თვის წინ რუსმა ე.წ მებაჟემ სახალხოდ მოკლა ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია. ჩემს უკან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიაა – აფხაზეთი, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული კუთხე. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქვეყნის ოკუპაციის გეგმის შესრულება რუსეთის ფედერაციამ. სამწუხაროდ, ჩვენმა მტერმა ამ გეგმის შესრულება მაშინ წარმატებით შეძლო. „- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

„2008 წლის რუსულ აგრესიას არც ზუგდიდისთვის ჩაუვლია უდანაკარგოდ – ბადრი ბერანძე და დავით ჯიქია სწორედ სამშობლოსთვის და თავისუფალი საქართველოს სიყვარულისთვის დაისაჯნენ რუსი სამხედროების მხრიდან. თითოეული დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სახელი უკვდავია და ჩვენ ვალდებულნი ვართ პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას.8 წლის წინ ჩვენი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან ერთად ვცდილობდით რუსული ინტერვენციის შესაჩერებლად ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებას. მაშინ ირაკლი ალასანია გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო და ყველას გვახსოვს თუ როგორ მკაცრად გააკრიტიკა მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მცდელობა.

2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით პასუხი გასცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. სწორედ ნატოში და ევროკავშირში ჩვენი მისწრაფებები გახდა მეზობელი ქვეყნის გაღიზიანების მიზეზი, მათ ეს არც დაუმალავთ და ღიად განაცხადეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობას ისინი აუცილებლად პასუხს გასცემდნენ. სამწუხაროდ, ეს პასუხი ქვეყანას მძიმედ დაუჯდა, თუმცა არც ერთი წამით არ შეგვიწყვეტია სვლა დასავლეთისკენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხი რუსული ინტერვენიციის მიმართ უნდა იყოს სვლა ევროპისკენ. მე მჯერა, რომ ქართველი, აფხაზი და ოსი და-ძმები კვლავ ვიპოვით საერთო ენას, ვაპატიებთ ერთმანეთსშეცდომებს და საქართველოს სიყვარულით ერთად შევძლებთ ქვეყნის განვითარებას“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

სხვა ახალი ამბები: